ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღა“ მზარეულის სპეციალობის სტუდენტები საერთაშორისო ფესტივალიდან გამარჯვებულები დაბრუნდნენ.
ესტონეთის ქალაქ პიარნოში გამართული ფესტივალის ფარგლებში, მზარეულის კონკურსი ჩატარდა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ერთმანეთს კერძების გრილზე მომზადებაში ეჯიბრებოდნენ. ქართველმა სტუდენტებმა II-საპრიზო ადგილი მოიპოვეს და პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. ფესტივალის ფარგლებში „ახალი ტალღის“ სტუდენტებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ვალგაში მიმდინარე ქალაქის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, პოპულარიზაცია გაუწიეს ქართულ სამზარეულოს და ქართული კერძები წარმოადგინეს.