იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროექტმა ეკო აუდიტორიის მოწყობის შესახებ, კონკურსში „გაამწვანე შენი უნივერსიტეტი“ გამარჯვება მოიპოვა. კონკურსი პროგრამის - ,,ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში" (WMTR) - ფარგლებში გამოცხადდა და სამიზნე, რეგიონების უნივერსიტეტები იყო. კონკურსის მონაწილეების მიზანი იყო მაქსიმალურად ეფექტური ინიციატივის დაგეგმვა, რომელიც უნივერსიტეტში ნარჩენების მართვის არსებულ პრაქტიკას შეცვლიდა, ნარჩენების ინტეგრირებული მართვის დანერგვას შეუწყობდა ხელს და ამ გზით, „გაამწვანებდა“ უნივერსიტეტს. WMTR პროგრამა გამარჯვებულ სტუდენტებს პროექტის განხორციელებაში დაეხმარება და მალე იდეა რეალობად იქცევა.