სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) საქართველოში ახალ საბაკალავრო პროგრამებს იწყებს
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) საქართველოში ახალ საბაკალავრო პროგრამებს იწყებს
საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამშენებლო ინჟინერიისა და სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამები ამერიკულ და ქართულ სამშენებლო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნა, რათა კურიკულუმში გათვალისწინებული იყოს თანამედროვე ბაზრის მოთხოვნები.
ახალ პროგრამებთან ერთად, 2017 სასწავლო წელს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს კომპიუტერულ მეცნიერებებში, კომპიუტერულ ინჟინერიაში, ელექტრულ ინჟინერიასა და ქიმია/ბიოქიმიაში. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთი სემესტრით ან ერთი წლით სწავლა განაგრძონ SDSU-ს კალიფორნიის კამპუსში. პროგრამის პარტნიორები საქართველოში არიან: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.