სკოლებისათვის შეძენილი იქნა 140-მდე დასახელების აღჭურვილობა, ტექნიკითა და ინვენტარი.
ლაბორატორია საშუალებას აძლევს თითოეულ მოსწავლეს უშუალოდ ჩაატაროს ექსპერიმენტი და შეიმეცნოს სხვადასხვა ფიზიკური თუ ქიმიური მოვლენა.
ლაბორატორიებში დამონტაჟებულია ჰაერის გამწოვი სპეციალური მოწყობილობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოსწავლისა და მასწავლებლის უსაფრთხო სასწავლო გარემო.
რეაბილიტირებული სკოლის ყველამასწავლებელმა გაიარა ლაბორატორიების უსაფრთხოდ მოხმარების ტრენინგები.
აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფარგლებში დაგეგმილია 100–მდე საჯარო სკოლის აღჭურვა ლაბორატორიებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.