კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული ელენე მაჩაიძე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (MIT) ჩაირიცხა.
16.02.2017

ელენეს განათლება 60 000 დოლარამდე ჯდება და მთლიან ხარჯს ამერიკული უნივერსიტეტი დაფარავს.

ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც კომაროვის სკოლის მოსწავლე მსოფლიოს ერთ-ერთ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში ირიცხება. გიორგი ცხადაძე და დიმიტრი ცხოვრებაძე უკვე მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის სტუდენტები არიან.

ელენე მაჩაიძემ TOEFL- ის ტესტში 120-დან 106 ქულა მიიღო; SAT -ის ტესტში, რომლის ქულასაც ამერიკული ელიტარული უნივერსიტეტები მიღების დროს დიდ ყურადღებას ანიჭებენ, 1600-დან 1490; SAT-ის მათემატიკის ტესტში 800-დან 800 და ფიზიკაში 800-იდან 770 ქულა მიიღო.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში. ინსტიტუტი ცნობილია სხვა სფეროებითაც, მათ შორის, მენეჯმენტის, ეკონომიკის, ლინგვისტიკის, ფილოსოფიის მიმართულებით.