საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და „ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზიას - ჯიჯი“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, საბუნებისმეტყველო საგნებში ოლიმპიადების ჩატარების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის განკუთვნილი სემინარებისა და კონფერენციების გამართვისა და ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენის მიზნით, ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები შემუშავდება და განხორციელდება.