სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სამეცნიერო კრებულის „გულანი“ 20 ნომერი სამეცნიერო საზოგადოებას წარუდგინა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული „საენათმეცნიერო საუბრების“ ტრადიციის გაგრძელების, ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობის, ენათმეცნიერების, ჰუმანიტარულ და სხვა მეცნიერებათა წარმომადგენ¬ლებისათვის საპრეზენტაციო კათედრის დათმობის მიზნით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი წლებია ამ უნიკალურ კრებულს გამოსცემს. მეცნიერთა წრეებში კრებულის პოპულარობამ მისი განვითარების შემდგომ ეტაპზე გადასვლა განაპირობა, რაც „გულანის“ საერთაშორისო გამოცემად ქცევას გულისხმოს.