იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიადაგის ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევის ლაბორატორიით ჩინეთის საპორტო ქალაქ იანტაის აგრარულ მეცნიერებათა აკადემია დაინტერესდა.
25.02.2017

ამის შესახებ უნივერსიტეტის რექტორის ესპანეთში, სანტიაგო დე კამპოსტელას უნივერსიტეტში ვიზიტის დროს გახდა ცნობილი. ირმა შიოშვილი ესპანეთში სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტბის წარმომადგენლებთან ერთად, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში იმყოფებოდა. პროექტის მიზანი უნივერსტეტებსა და სხვადასხვა საწარმოებს შორის თანამშრომლობის განვითარებაა. უახლოეს მომავალში იანტაის აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები, ორმხრივი თანამშრომლობის ჩამოყალიბებისათვის, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევიან.