თბილისის 51-ე საჯარო სკოლა შეუერთდა ინიციატივას, რომელიც სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ითვალისწინებს და დაიწყო სასკოლო ოლიმპიადა სპორტის 12 სახეობაში. ჩვენი მიზანია სპორტული ცხოვრება მოზარდებში გახდეს პოპულარული და უფრო მეტი მოზარდი დაკავდეს სპორტით. მსგავსი ღონისძიებები მთელ საქართველოში ჩატარდება და მას რეგულარული სახე ექნება.