მინისტრის მოადგილე სკოლის დირექტორებს შეხვდა
01.03.2017
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური ჭიათურის საჯარო სკოლის დირექტორებს შეხვდა. ანალოგიური შეხვედრების მიზანი სკოლის დირექტორების დახმარებაა, რათა მათ შეძლონ უფრო ეფექტიანად მართონ სკოლა და შექმნან მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო.