"ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების ადაპტირებული ტრანსპორტით უზრუნველყოფას აგრძელებს. ამ მიზნით, მერიამ დამატებით ოთხი ახალი ადაპტირებული მიკროავტობუსი შეიძინა. დედაქალაქის მერიამ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, 11 საჯარო სკოლა შეარჩია, რომლებსაც აღნიშნული მიკროავტობუსები მოემსახურება.