სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამა
პარტნიორი: ბრიტანული ასოციაცია ,,Children’s High Level Group”

პროგრამის მიზანი:

üმოზარდებში საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის სურვილის გამომუშავება.

üსათემო აქტივობების დაგეგმვა/განხორციელებით სოციალურად დაუცველი, მზრუნველობამოკლებული, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე და დევნილი ბავშვების, მცირე ეთნიკურ ჯგუფებში მცხოვრები მოზარდების ინტეგრაცია/სოციალიზაცია ადგილობრივ თემსა და საზოგადოებაში.

 საბოლოო შედეგი: 

  • 2009 წლის მაჩვენებელთან შედარებით მონაწილეთა რაოდენობა გაიზრდება 5%ით;
  • 2010  წლის ბოლომდე შერჩეულ 44 საჯარო სკოლაში, 26 სააღმზრდელო დაწესებულებაში, 14 საჯარო სკოლა-პანსიონში და 4 სხვადასხვა თემში მცხოვრები დევნილი, რეპატრირებული, არაქართველი და მცირე ეთნიკური ჯგუფების თანატოლებისათვის სხვადასხვა სიხშირით (კვირაში 2-დან 5 შეხვედრამდე) ჩატარდება რეგულარული შეხვედრები, რომლებიც მოხალისეებს, სკოლის მოსწავლეებს და სხვა მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს სათემო აქტივობების საშუალებით განივითარონ სამოქალაქო ღირებულებები და ხელი შეუწყონ სხვადასხვა კატეგორიის ადამიანების (სპეციალური სააღმზრდელო დაწესებულებების აღსაზრდელები, დევნილი მოზარდები, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირები, ეთნიკური უმცირესობები და ა.შ)  ინტეგრაციას სამოქალაქო და სოციალურ სივრცეში.

პროგრამის განხორციელების ვადები:  10 თვე (მარტი-დეკემბერი)

პროგრამის მიზნობრივი ჯგუფი

 საქმიანობაში ჩაერთვებიან:

  • საქართველოს 44 საჯარო სკოლის 2 640  მოსწავლე.
  •  საქართველოს 44 საჯარო სკოლის მოსწავლეების 200 მშობელი;
  • საქართველოს 26 სააღმზრდელო დაწესებულებასა და 14 საჯარო სკოლა-პანსიონში მცხოვრები 1 800 აღსაზრდელი;
  • საქართველოს 26 სააღმზრდელო დაწესებულებასა და 14 საჯარო სკოლა-პანსიონში მცხოვრებ აღსაზრდელთა 50 მშობელი;
  • 2008 წლის აგვისტოს თვეში რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული და მარნეულის რაიონში, სოფელ შაუმიანში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილი მოსახლეობიდან შერჩეული 50 მოზარდი;
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთში მცხოვრები რეპატრირებული 100  მოზარდი;
  • ქუთაისსა და რუსთავში მცხოვრები 20 ბოშა მოზარდი;
  • ქ. თბილისისა და ქ. ბათუმის  უმაღლესი სასწავლებლების 200 სტუდენტი;
  • მოზარდების კეთილდღეობაზე მომუშავე არასამთავრობო  ორგანიზაციები და საინიციატივო ჯგუფები.