საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საჯარო და კერძო სკოლების დირექტორთა საბჭოს წევრებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. სხდომაზე მინისტრმა მოკლედ ისაუბრა ახალ ინიციატივებზე, რომელთა დიდი ნაწილი საპილიტე რეჟიმში მიმდინარეობს და მალე წარმატებით დაინერგება ყველა საჯარო სკოლაში. შემდეგ საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები წარმოადგინეს, გაიმართა მსჯელობა თითოეულ მათგანზე და მათი გადაჭრის გზებზე.