შეხვედრა ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრებთან
07.03.2017

ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებული  ტრადიციული შეხვედრა- Business Luncheon ამჯერად,  განათლების სფეროსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის თემას დაეთმო. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეები გააცნო. მინისტრმა თავის გამოსვლაში ხაზი გავუსვი კერძო სექტორის  როლს პროფესიული განათლების რეფორმაში, საგანმანათლებლო პროფესიული პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში.