პოტენციურ ავტორთა საყურადღებოდ!
07.03.2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ა.წ. 10 მარტს, 15:00 სთ.-ზე შეხვედრაზე იწვევს დაწყებითი საფეხურის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებით დაინტერესებულ პირებს - ავტორებს „ეროვნულ სასწავლო გეგმაში“ (ბრძანება N40/ნ, 18.05.2016წ.) განხორციელებული და სახელმძღვანელოების მაკეტის რეცენზირებაში დაგეგმილი სიახლეების გასაცნობად, ასევე, შესაბამისი ტრენინგებისა და საკონსულტაციო შეხვედრების დასაგეგმად.

დაინტერესებულმა პირებმა - ავტორებმა  გთხოვთ, არაუგვიანეს ა.წ. 10 მარტის, 12:00 სთ.-ისა  გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე: https://goo.gl/forms/ZXkU7ZXl3weHFN262 .

შეხვედრა გაიმართება  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააქტო დარბაზში.
მისამართი: თბილისი, დ. უზნაძის ქ. N52, მე-2 სართული.