ამერიკის ასტრონომიულმა საზოგადოებამ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა დოქტორანტის, ირაკლი მღებრიშვილის ნაშრომი სახელწოდებით "DYNAMICS OF A SOLAR PROMINENCE TORNADO OBSERVED BY SDO/AIA ON 2012 NOVEMBER 7-8" საუკეთესო შედეგების მქონე სტატიად ცნო და სამეცნიერო საზოგადოებისთვის ცნობილ ვებგვერდზე (Research highlights from the journals of the American Astronomical Society) განათავსა. აღნიშნული სამეცნიერო სტატია გამოქვეყნდა მაღალრეიტინგულ ჟურნალში - The Astrophysical Journal. სტატიის თანაავტორები არიან პროფესორები თეიმურაზ ზაქარაშვილი, ვასილ კუხიანიძე, გიორგი რამიშვილი და ბიძინა შერგელაშვილი.