მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

რა არის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა?

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა არის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის შინაარსი ითვალისწინებს დარგობრივ მახასიათებლით განსაზღვრულმოთხოვნებს; იხ. ბმული - http://www.eqe.ge/res/docs/69_mascavleblismomzadeba.pdf. პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტმა მიიღოს ცოდნა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ძირითადიკანონზომიერებების შესახებ და შეძლოს საგნობრივ ცოდნასთან მისი ეფექტიანი ინტეგრირების საშუალებით წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის განხორციელება.

რა უფლებას ანიჭებს პირს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება?

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ პირს ენიჭება მასწავლებლობის უფლება. ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები, რომლებსაც მიღებული აქვთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი, მასწავლებლობის უფლებისმოსაპოვებლად, ვალდებულნი არიან წარმატებით გაიარონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლოპროგრამა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მუშაობის დაწყების შემთხვევაში, პირი რომელმაც დაამთავრა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, არის უფროსი მასწავლებელი.

ვის აქვს უფლება გაიაროს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და რა შეიძლება იყოს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველი?

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ან შესაბამისი სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირს. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველია: ა) საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარება; ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის ჩაბარება.

როდის ცხადდება აპლიკანტთა მიღება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე?

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა მიღება ცხადდება წელიწადში ერთხელ, სექტემბერში და მიღების ვადები დგინდება სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით.

სად შეიძლება მოიძიოს დამატებითი ინფორმაცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა პირმა?

სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა თავის ვებგვერდზე (www.emis.ge) განათავსებს ინფორმაციას საქართველოში არსებული იმ უმაღლესი საგანმანათლებლოდაწესებულებების და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, რომლებზეც იწარმოებს აპლიკანტთა მიღება.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ რა სახის დოკუმენტს იღებს პროგრამაზე ჩარიცხული პირი?

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი.

რამდენ კრედიტს მოიცავს და რა ხანგრძლივობით ისწავლება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა?

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 60 კრედიტს და ისწავლება არანაკლებ 1 სასწავლო წლის განმავლობაში.

ფინანსდება თუ არა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა?

დიახ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით.

რამდენჯერ შეიძლება დაფინანსდეს პირი მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე?

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე პირი შეიძლება დაფინანსდეს მხოლოდ ერთი სახელმწიფო სასწავლო გრანტით.

შეუძლია თუ არა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირს ისარგებლოს სტუდენტური დაზღვევით და სტუდენტური სამგზავრობარათით?

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირს არ შეუძლია ისარგებლოს სტუდენტური დაზღვევით და სტუდენტური სამგზავრო ბარათით.

რომელი უნივერსიტეტები ახორციელებენ მასწავლებლის მომზადების პროგრამებს?

  • სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია;
  • სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • სსიპ - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
  • სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი;
  • სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
  • ა(ა)იპ "საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი;
  • ა(ა)იპ "საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი";
  • შპს - საქართველოს უნივერსიტეტი;
  • შპს - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
  • შპს - აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი;
  • შპს - ევროპის უნივერსიტეტი;
  • სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
  • შპს თბილისის თავისუფალი აკადემია;
  • შპს „ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში.

წელს ვინც ამთავრებს უმაღლესს ცნობის საფუძველზე აქვს თუ არა უფლება დარეგისტრირდეს?

არა, პირს უნდა ჰქონდეს მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი