ქართული მხარე უცხოელ კოლეგებს გამოცდილებას უზიარებს
15.03.2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსიტრომ, საქართველოში სასწავლო ვიზიტით მყოფ,  მაროკოს სამეფოსა და ელ-სალვადორის რესპუბლიკის  ათასწლეულის გამოწვევის ფონდების დელეგაციას უმასპინძლა.

ვიზიტის მიზანი  „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მიერ განათლების სექტორში მიმდინარე წარმატებული პროგრამების შესწავლა და მათი შემდგომ მაროკოსა და ელ-სალვადორში დანერგვა და განხორციელება იყო.  წარმატების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს დელეგაციის ვიზიტი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საქართველოს მთავრობასთან და განსაკუთრებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობა წარმოადგენს.

ვიზიტის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება, პროფესიულ განათლებაში მიმდინარე ცვლილებებზე გამახვილდა.