აფხაზეთის მთავრობის სტიპენდიანტი თელაველი სტუდენტი გახდა
15.03.2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტიპენდიანტი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის IV კურსის სტუდენტი მაია ახალკაციშვილი გახდა. მის მიერ წარმოდგენილმა თემამ ,,ქართულ -აფხაზური ერთიერთობები და ინტეგრაციის პერსპექტივები“,  დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში, ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა.