დისტანციური სწავლება საქართველოში
15.03.2017

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოში დისტანციურ სწავლებას მიეძღვნა. კონფერენციის მიზანი საქართველოში ონლაინ სწავლების მიმართულებით არსებული მდგომარეობის შეფასება, გამოწვევების, შესაძლებლობების იდენტიფიცირება და ზოგადად, აღნიშნული საკითხის აქტუალიზაცია იყო.

კონფერენციის მუშაობაში ევროკავშირის, საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის, დონორი, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ მიიღო და სამინისტროს მიერ, დისტანციური სწავლების მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.