4 საერთაშორისო კონფერენციასა და სიმპოზიუმზე იქნა წარდგენილი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის სულხან ნანობაშვილის პროექტი „დარტყმითი ტალღის დინამიკა ნეიტრალურ აირებსა და პლაზმაში“. პროექტმა გამარჯვება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, ფუნდამენტური კვლევებისათვის გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მოიპოვა. კვლევის შედეგები 8 საერთაშორისო მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალაშიც დაიბეჭდა. მეცნიერების, დარგის სპეციალისტების მიერ, ქართველი კოლეგის ნაშრომი მნიშვნელოვან მეცნიერულ აღმოჩენად შეფასდა.