ინფორმატიკის ტურნირი
22.03.2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით “საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია” საკუთარი დაფინანსებით ორგანიზებას უწევს ტურნირს ეროვნულ დონეზე ინფორმატიკაში და ასევე, აკომპლექტებს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, რომელიც გაემგზავრება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOI) ირანში.

ინფორმატიკის ტურნირში მონაწილეობის მისაღებად ცხადდება რეგისტრაცია დაუსწრებელ (ONLINE) ტურში მონაწილეობის მსურველთათვის. დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ვებგვერდს http://geoi.ge/

ტურნირში გამარჯვებული მოსწავლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან დაჯილდოვდებიან შემდეგი პრიზებით:

  • I ადგილი - 1000 ლარის ოდენობის კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათი;
  • II ადგილი - 700 ლარის ოდენობის კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათი;
  • III ადგილი - 500 ლარის ოდენობის კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათი;
  • საუკეთესო ათეულებში გასული მოსწავლეები - 50 ლარის ოდენობის კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათი.