საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან ერთად, უპრეცედენტო საპილოტე პროექტი „აქტიური სპორტი ყველა სკოლას“ დაიწყო
00.00.0000

პროექტის ფარგლებში, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტში, თბილისისა და რეგიონების 20 სკოლის სპორტის მასწავლებელი, 2 ფსიქოლოგი და სპეც. მასწავლებელი გადამზადდება. სამინისტროს მხრიდან განხორციელდება პროცესის/დანერგვის მონიტორინგი და შეფასება, წინასწარ გაწერილი კრიტერიუმების შესაბამისად. პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, მოდული დაინერგება ყველა სკოლაში.