მინისტრმა ჟვანიას სახელობის სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
06.04.2010

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ქუთაისში ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას ესტუმრა და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. სკოლა მალე სასწავლო პროცესს განაახლებს  და არაქართულენოვანი მოსახლეობისათვის ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის შესწავლასა და ერთიან სამოქალაქო სივრცეში ინტეგრირებას უზრუნველყოფს. როგორც მინისტრმა აღნიშნა,  ამ სასწავლო დაწესებულების  მისია ძალიან მნიშველოვანია, რადგან მაღალმთიანი, ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ  და კონფლიქტის ზონების რეგიონების მოქმედ ან პოტენციურ საჯარო მოხელეებს  უწყვეტი განათლების მიღებასა და კვალიფიკაციის სრულყოფას სთავაზობს.