ტექნოლოგიების გამოყენებით სწავლა/სწავლების პროცესის გააქტიურება გარდაუვალი აუცილებლობაა. ტექნოლოგიების გამოყენება პედაგოგებს საშუალებას აძლევს სწავლება გახადონ უფრო საინტერესო, ინტერაქტიური და მოარგონ ინდივიდუალურ საჭიროებებს. ქართველი და ევროპელი მასწავლებლები, ელექტრონული პორტალის საშუალებით, ერთობლივად დაგეგმავენ და განახორციელებენ პროექტებს.
იმისათვის, რომ ჩვენმა პედაგოგებმა ეფექტურად იმუშაონ, ფლობდნენ შესაბამისი ონლაინ რესურსებისა და ინსტრუმენტების გამოყენების უნარებს, პროგრამა eTwinning-ი ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, eTwinning-ის პორტალის (
www.etwinningplus.ge) გამოყენებით, მასწავლებლებისთვის ონლაინ ტრენინგებს ახორციელებს.