მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერი პროექტის „ვისწავლოთ და დავისვენოთ ერთად“ ფარგლებში, დაბა ბაკურიანში მყოფი 300-მდე მოსწავლე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა მოინახულა. მინისტრის მოადგილე მოსწავლეების მონაწილეობით გამართულ რამდენიმე სპორტულ ღონისძიებასაც დაესწრო და გამარჯვებულებიც დააჯილდოვა.
დასვენებასთან ერთად, ბაკურიანში მყოფ მოსწავლეებს დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლაში სახალისო, ინტერაქტიური გაკვეთილებიც უტარდებათ. ლია გიგაური სასწავლო პროცესის მიმდინარეობასაც გაეცნო და მოსწავლეთა შეფასებებიც მოისმინა პროქტთან დაკავშირებით.