საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს პოტენციურ ავტორთა მხარდაჭერას და პარტნიორებთან ერთად, ა.წ. 21 აპრილიდან იწყებს ტრენინგებს/სემინარებს საავტორო უფლებების დაცვის, სასკოლო სახელმძღვანელოების კონსტრუირების, სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე.
ტრენინგებზე/სემინარებზე დასწრების მსურველ დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოების პოტენციურ ავტორებს, გთხოვთ, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია შესაბამისი ტრენინგის/სემინარის გასწვრივ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. პროცესის დასასრულს მსმენელებს გადაეცემათ სერტიფიკატები.