საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლების პროგრამას „ირბახი“, რომელიც ემსახურება ქართული ენის სწავლებასა და პოპულარიზაციას უცხოეთში. ეს არის სამინისტროს ერთ-ერთი წარმატებული პროგრამა, რომლის ვებგვერდს www.geofl.ge ორი წლის მანძილზე 66 ათასზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
2017 წლის 14 აპრილს, ქართული ენის დღეს, გილოცავთ ამ პროგრამის ვიდეოანგარიშით. მასში, ერთი მხრივ, წარმოჩენილია, თუ რას წარმოადგენს პროგრამა უცხოელებისთვის სასწავლო თვალსაზრისით, მეორე მხრივ, როგორ ემსახურება იგი ქართული ენის პოპულარიზაციას უცხოეთში. ნაჩვენებია, როგორ სარგებლობენ მისით უცხოელი შემსწავლელები და ისტორიული დიასპორები.