ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯი "ახალი ტალღა" საერთაშორისო კავშირებს აფართოებს. ამ მიმართულებით კოლეჯი რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორთან თანამშრომლობს, მათ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა პოლონეთის ქალაქ ობორნიკის ადამ მიცკევიჩის სახელობის პროფესიულ სკოლასთან. აღნიშნული სასწავლებელი სასტუმრო ინდუსტრიის, სოფლის მეურნეობისა და კულინარიის მიმართულებით მუშაობს და ამ კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობის ფართო გამოცდილება გააჩნია.
მემორანდუმის ფარგლებში, ბევრი ახალი პროექტია დაგეგმილი. მათ შორის, პროფესიულ სტუდენტთა და პედაგოგთა გაცვლითი პროგრამები, გამოცდილების გაზიარება, მასტერ-კლასების ჩატარება. გარდა ამისა, იგეგმება კოლეჯის „ახალი ტალღა“ პედაგოგების პოლონეთში გადამზადება.