პროფესიული კოლეჯის კურსდამთავრებულთა დასაქმება
21.04.2017

მიმდინარე პერიოდში პროფესიული კოლეჯი „მერმისი“ სხვადასხვა მიმართულების (სამაცივრე მოწყობილობების ტექნიკოსი, მზარეული, ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი, ბუღალტერი,  ტექნიკოსი, ოფისის მენეჯერი, ფილამწყობი, სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის სპეციალისტი) 100-მა სტუდენტმა დაასრულა და მათგან 73 უკვე დასაქმდა. აღსანიშნავია, რომ ფილამწყობის სპეციალობის ყველა კურსდამთავრებული ერთმა კომპანიამ აიყვანა.

საზოგადოებრივ კოლეჯში "მერმისი" 2017 წლის საგაზაფხულო მიღებაზე გამოცხადებულ  307 ადგილზე   1704 აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის 37 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირია.