ინტერესთა გამოხატვა
21.04.2017

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო “თავისუფალი გაკვეთილების” პორექტის ფარგლებში (სახელოვნებო, სპორტული, ინტელექტუალურ-შემეცნებითი და წიგნიერების კლუბები), საქართველოს მასშტაბით ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულებებისთვის აუცილებელი რესურსების შესყიდვის საჭიროებიდან გამომდინარე, მოუწოდებს დაინტერესებას იმ ორგანიზაციებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან სკოლებს მიაწოდონ შემდეგი კატეგორიის საჭირო რესურსები: 

• სპორტული ინვენტარი/აღჭურვილობა;

• საკანცელარიო ნივთები;

• ნაბეჭდი წიგნები;

• მუსიკალური ინსტრუმენტები და აქსესუარები;

• საფეიქრო ნაწარმი და დაკავშირებული ნივთები;

• ტექსტილის ნართი და ძაფი;

გთხოვთ, დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა მოგვაწოდოთ ინფორმაცია საკუთარი პროდუქციის, ფილიალების, შესყიდვის ფორმის შესახებ თანდართული განაცხადით 2017 წლის 5 მაისამდე, რომელიც ინფორმაციის სახით გაეგზავნება სკოლებს და საგანმანათლებლო რესურსცენტრებს.