გრიფირებასთან დაკავშირებული დოკუმენტების პროექტები საჯარო განხილვისათვის
24.04.2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სახელმძღვანელოების გრიფირების ახალ წესსა და თანმხლებ დოკუმენტებზე მუშაობას აქტიურად განაგრძობს. სამუშაო პროცესი ითვალისწინებს დარგის სპეციალისტებთან და გამომცემლებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით, მათ კიდევ უფრო დახვეწას და შემდგომ - დამტკიცებას.

ამჟამად, დოკუმენტების პროექტების პირველად რედაქციაში შეტანილია 200-ზე მეტი ცვლილება და კორექტირებული პროექტები, საჯარო განხილვისთვის, ერთი კვირის განმავლობაში სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

საბოლოო ვარიანტის მიღებამდე, დოკუმენტების გაცნობა და საკუთარი მოსაზრებების  წარმოდგენა (არაუგვიანეს ა.წ. 4 მაისისა), ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.

მორიგი განახლებული დოკუმენტი, მომდევნო კვირაში გამოქვეყნდება.

დოკუმენტების პროექტების სანახავად, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს: http://mes.gov.ge/s/8KAcI 

სურვილის შემთხვევაში  მათთან დაკავშირებით მოსაზრებების შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტორნული ფოსტის საშუალებით (grifireba@mes.gov.ge) ან წერილობით, სამინისტროს კანცელარიაში.