სახელმძღვანელოების პოტენციურ ავტორთა მხარდასაჭერად
25.04.2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პოტენციური ავტორების მხარდაჭერის მიზნით  დაწყებითი განათლების პროექტთან  (G-PriEd) ერთად, სახელმძღვანელოების ახალი პოლიტიკის, საავტორო უფლებების დაცვის, სასკოლო სახელმძღვანელოების შედგენის, სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე ტრენინგ-სემინარებს ატარებს.

სახელმძღვანელოების პოტენციურ ავტორებს, აქვთ შესაძლებლობა ონლაინ რეჟიმში დარეგისტრირდნენ სასურველ ტრენინგზე და გაიღრმავონ ცოდნა ეფექტური სასკოლო სახელმძღვანელოს შექმნის საკითხებთან დაკავშირებით.