ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზის ფარგლებში, ალექსანდრე ჯეჯელავამ შეხვედრები გამართა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და აშშ-ს განვითარების ფონდში (USAID), ასევე შეხვდა მსოფლიო ბანკისა და ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის წარმომადგენლებს. გამართულ შეხვედრებზე, მხარეებმა საერთაშორისო პრაქტიკა, გამოცდილება და განათლების ინოვაციური მეთოდიკა განიხილეს. მინისტრმა ასევე წარმოადგინა საქართველოს მთავრობის ახალი ხედვა და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.