იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორი პროექტი ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.
გამარჯვებული პროექტებია - „XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის აკადემიური გამოცემა “ და „საფრთხეში მყოფი ენები და მათი დოკუმენტირების სასიცოცხლო მნიშვნელობა (წოვათუშური ენის მაგალითზე)“. პირველი პროექტი ტექსტოლოგიურ და გამოცემათმცოდნეობით კვლევებს, ქართველი მწერლების პირადი წერილების სამეცნიერო აპარატით აკადემიურ მომზადებას ითვალისწინებს. მეორე პროექტის ფარგლებში კი, კვლევა ლინგვისტიკისა და ენის დოკუმენტირების მიმართულებით გაგრძელდება. მომზადდება და გამოიცემა წოვათუშური ენის გრამატიკის, ტექსტების და ოთხენოვანი ლექსიკონის ახალი ტომეულები.
პროექტები სამწლიანია და მათი საგრანტო დაფინანსება ერთად 300 000 ლარს შეადგენს.