ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 24-26 აპრილს გაიმართა “საქართველოს დღეები სან დიეგოში“, რომლის ფარგლებშიც, რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება მოეწყო, მათ შორის ქართული კულტურისა და ისტორიის გამოფენა, შედგა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს მრჩეველთა საბჭოს სხდომა, რომელზეც შეაჯამეს ერთი წლის შედეგები და განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელეს. დამატებით, ხელი მოეწერა ორ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფლიქტის ანალიზის და მართვის ინსტიტუტსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო პროგრამების დეპარტამენტს შორის.