პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის II ეტაპი
05.05.2017

2017-2018 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის II ეტაპი, 8 მაისს, დილის 9:00 საათზე დაიწყება ვებგვერდზე: www.registration.emis.ge

ელექტრონული რეგისტრაცია 2017 წლის 8 მაისიდან - 1 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.

II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2017 წლის 2 ივნისიდან - 15 ივნისის ჩათვლით.

იხილეთ პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის ინსტრუქცია