წალენჯიხის რაიონის ქალაქ ჯვარში პროფესიულ კოლეჯ „ლაკადას“ სრული რეაბილიტაცია განხორციელდა
07.05.2017

კოლეჯში განახლდა სასწავლო და საოფისე ინვენტარი, აღიჭურვა თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, სასწავლებელი უზრუნველოფილია თანამედროვე გათბობისა და კონდიცირების სისტემით. სასწავლებელი ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის, შენობას აქვს ლიფტი.

2013-2016 წლებში განხორციელდა 7 პროფესიული სასწავლებლის სრული და 4 პროფესიული სასწავლებლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია, არსებულ ქსელს დაემატა 7 ახალი სასწავლო კორპუსი.