საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
მიმართულებით, პროგრამის “ჰორიზონტი
2020” საინფორმაციო დღე გაიმართა,
სადაც წარმოდგენილი იქნა პრეზენტაცია თემაზე
„ჰორიზონტი 2020-ის პროგრამაში
მონაწილეობის წესები და
რჩევები, მიმდინარე კონკურსები
- მარი სკლოდოვსკა-კიურის
აქტივობები, SME ინსტრუმენტი და
Twinning-ის აქტივობები“.
მეორე თემა, რაზეც ასევე გაკეთდა პრეზენტაცია იყო - საინფორმაციო და
საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება
საქართველოში და ევროკომისიის
პროექტების შედეგების დანერგვის
შესაძლებლობები საქართველოს პირობებში.
პროგრამის “ჰორიზონტი
2020” საინფორმაციო
შეხვედრები სისტემატიურად
იმართება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, სადაც დაინტერესებულ
აუდიტორიას სრული ინფორმაცია მიეწოდება პროგრამის ფარგლებში მიმდინარე მოვლენებზე.
„ჰორიზონტი
2020“, რომლის ასოცირებული წევრია საქართველო, არის ევროკავშირის
კვლევისა და
ინოვაციის პროგრამა
დაახლოებით 80 მილიარდი
ევროს ბიუჯეტით.
აღნიშნული თანხა
7 წლის განმავლობაში
(2014-2020) სხვადასხვა სფეროებისთვის განკუთვნილი
გრანტების სახით
მოხმარდება სამეცნიერო,
კვლევით აღმოჩენებს,
გამოგონებებსა და
ინოვაციებს. პროგრამის
მისიაა, ხელი
შეუწყოს საუკეთესო
მეცნიერების განვითარებას
და კვლევისა
და ინოვაციების
გზით, გადაჭრას
საზოგადოებრივი და
ინდუსტრიული გამოწვევები.