ფაგების აღმოჩენიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად, პასტერის ინსტიტუტში (პარიზი, საფრანგეთი) გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის (თბილისი, საქართველო) თანაორგანიზატორობით ჩატარდა ბაქტერიოფაგების კვლევის საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც 29 ქვეყნის 250-მდე დელეგატი დაესწრო. ღონისძიება გახსნეს პასტერის ინსტიტუტის პრეზიდენტმა ქრისტიან ბრეშომ და ელიავას სახ. ინსტიტუტის დირექტორმა მზია ქუთათელაძემ. კონფერენციის ფარეგლებში ქართველი მეცნიერების მიერ წარმოსგენილი მოხსენებებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა ქართველი მეცნიერებისა და ექიმების ფასდაუდებელი გამოცდილების მნიშვნელობა და შესაძლებლობები.
ღონისძიების მიზანი იყო ბაქტერიოფაგების კვლევის ძირითადი მიმართულებების ფართო მიმოხილვა, ფაგი-ბაქტერიული უჯრედის ურთიერთქმედების მექანიზმების შესახებ თანამედროვე აღმოჩენებზე მსჯელობა, ბაქტერიოფაგების ეკოლოგიის, ევოლუციური ასპექტების, ფაგების თერაპიული, სამრეწველო და ბიოტექნოლოგიური გამოყენების მნიშვნელობისა და შესაძლებლობების განხილვა.
ფაგების აღმოჩენიდან 100 წლისთავის აღნიშვნის მეორე მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართება თბილისში, ამა წლის 26-29 ივნისს, გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის, პასტერის ინსტიტუტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანაორგანიზატორობით.