ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ახალი შენობის რეაბილიტაცია დასრულდა. თანამედროვე სტანდარტების სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი და ბირთვული ინჟინერიის ცენტრი განთავსდა, ცენტრი მალე აღიჭურვება უახლესი ტექნიკით და ინფორმაციული ტექნოლოგიის მიმართულებით იმუშავებს.
ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის რეაბილიტაცია და აღჭურვა იმ მასშტაბური პროექტის ნაწილია, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მეცნიერების განვითარების მიმართულებით ახორციელებს, შედეგად კი - პირველად საქართველოში, კვლევებისა და სწავლების ერთიანი სისტემა ამოქმედდება, შესაბამისი ინტელექტუალური და ინფრასტრუქტურული რესურსებით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში თანასწორუფლებიან წევრად ინტეგრაციას.