სომხეთის რესპუბლიკის სტიპენდიები სამაგისტრო პროგრამებზე
18.05.2017

სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს კონკურსს სომხეთის რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლებლად.

კონკურსის საფუძველზე შეირჩევა საქართველოს 10 მოქალაქე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
  • ინგლისური ენის ფლობა

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

  • პასპორტის ასლი
  • სააპლიკაციო ფორმა
  • 4 ფოტო სურათი
  • შესაბამისი აკადემიური ხარისხის დიპლომის და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
  • CV

სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ დანართში.

საბუთები მიიღება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2017 წლის 7 ივლისის ჩათვლით.