საქართველოში გადაღებული ფილმები მონაწილეობას მსოფლიოში ცნობილ 3დ კინოფესტივალებზე მიიღებს
03.06.2017

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა გივი ლოლაძემ და ინჟინერ-გამომგონებელმა ზაზა ლომიძემ, რუსთაველის ფონდის მირ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, მსოფლიო დონის 3დ სტერეოსკოპული აგრეგატი შექმნა (Rig), რომელიც იძლევა საშუალებას გამოსახულებები სატელევიზიო ან კინოეკრანზე დაინახოს ისეთი ხედვით, რასაც ადამიანი ბუნებრივად ვერ ხედავს და უხილავია მსოფლიოში აპრობირებული ჩვეულებრივი 3დ გადაღებების დროსაც კი.

თანამედროვე ხედვით ფილმების გადაღება ხელს შეუწყობს 3დ ტელეარხების განვითარებას როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში, ვინაიდან აქამდე ცნობილი 3დ მეთოდოლოგია გამოირჩევა მისი სიძვირით და არასრული სტერეოსკოპული გამოსახულებების მიღებით. 

ქართველი მეცნიერის მიერ შექმნილი ახალი ხედვის მეთოდოლოგია და ამისთვის შექმნილი GS-150-3D აგრეგატი (Rig), განავითარებს და წინ წასწევს კინოინდუსტრიას, მისცემს მას საშუალებას საქართველოში გადაღებული ფილმებით მონაწილეობა მიიღოს მსოფლიოში ცნობილ 3დ კინოფესტივალებზე და ამით ხელი შეუწყობს შემოსავლების ზრდას.