ბიზნესიდეების კონკურსის - aBItour გამარჯვებული აბიტურიენტები
07.06.2017

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრიერებული აბიტურინტებისათვის  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბიზნესგამოცემა „ფორბსის“  ერთობლივი სასტიპენდიო კონკურსში, აბიტურიენტებმა  საინტერესო და ინოვაციური პროექტები წარმოადგინეს. მათგან  სამი გამარჯვებული გამოვლინდა: 

I ადგილი - ჯგუფი MCE (Make Communication Easy) - გოგონებისაგან შემდგარი  გუნდის მიერ შექმნილი MCE Box არის მოწყობილობა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს სმენადაქვეითებულთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნა. მოწყობილობა სენსორების მეშვეობით აღიქვამს ჟესტური ენის საშუალებით შექმნილ მოძრაობებს და მათ ტექსტის სახით აგენერირებს.

II და III ადგილი - ჯგუფებმა QR Guide და Follow Me დაიკავეს ინოვაციური ტურისტული პროექტებით.