„Rustaveli-DAAD“-ის სასტიპენდიო პროგრამა
10.06.2017

წელს პირველად,  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური ერთობლივ „Rustaveli-DAAD“-ის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს.

პროგრამის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას.  პროექტი ხელი შეუწყობს ახალგაზრდა მეცნიერებსა და დოქტორანტებს - სამეცნიერო კვლევების განხორციელებასა და ხარისხიანი სადოქტორო განათლების  მიღებაში; გერმანელ კოლეგებთან ერთად სამეცნიერო ქსელის შექმნაში, საუკეთესო სამეცნიერო პრაქტიკის საერთაშორისო გაცვლის პროცესების გაუმჯობესების მიზნით; თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებაში.