ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიისა (Fablab Iliauni) და არაკომერციული სტუდენტური ორგანიზაციის (EduBot/ედუბოტი) ორგანიზებით, ჩატარდა მეიქათონი „სმარტ-რობოტები“. პროექტის პარტნიორები იყვნენ კომპანიები: „აზრი“ და „დაზგა“.
პროექტში მონაწილე გუნდები ერთმანეთს შეეჯიბრნენ ჭკვიანი რობოტების შეზღუდულ დროში შექმნაში, შემდეგ კი, ილიაუნის ფაბლაბში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და მაღალკვალიფიციური პროფესიონალების მენტორობით, ჭკვიანი რობოტები შექმნეს.
პირველ ადგილზე გავიდა GSNB გამნაღმველი - რობოტი, რომელიც ავტომატურად ეძებს ნაღმებს და, ყოველგვარი ადამიანური რესურსის გარეშე, ახდენს მათ ლიკვიდაციას. რობოტის ძირითადი დანიშნულებაა, იაფად და უსაფრთხოდ დაეხმაროს კაცობრიობას მსოფლიოში 110 მილიონი ნაღმის ლიკვიდაციაში. გამარჯვებულს გადაეცა 3D პრინტერი.
მეორე ადგილი წილად ხვდა რობოტს corner, რომელსაც შეუძლია დაიაროს ოთახი და ააგოს წინაღობების 2D/3D რუკა. პროექტი შეიძლება გამოყენებული იყოს სხვადასხვა ტიპის რობოტების სამოძრაო სივრცის წინასწარი რუკის აგებისა ან განახლებისთვის. ასეთი რუკის აგების შემდეგ, რობოტებისთვის ადვილია ოპტიმიზებული მოძრაობის ალგორითმების განხორციელება