პროფესიული კოლეჯის „სპექტრი“ სტუდენტები, სოციალური საწარმოს სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებში იღებენ მონაწილეობას.
16.06.2017

საწარმო „საქართველოს პროფესიული და ინკლუზიური განათლების განვითარების ასოციაციას“-ს ეკუთვნის. მასში ძირითადად შშმ/სსსმ პირებია დასაქმებული და საწარმოო პროცესსაც უსინათლო ნიკოლოზ თხელაძე ხელმძღვანელობს.

რეაბილიტირებულ საწარმოში პრაქტიკას გაივლიან „სპექტრის“ შშმ/სსსმ სტუდენტებიც. აღსანიშნავია, რომ გაფართოების შემდეგ, საწარმო კოლეჯის კურსდამთავრებულ რამდენიმე შშმ/სსსმ პირს დაასაქმებს.

თანამშრომლობა კოლეჯ „სპექტრსა“ და „საქართველოს პროფესიული და ინკლუზიური განათლების განვითარების ასოციაცია“-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. ასოციაცია, კოლეჯთან ერთად, ზრუნავს შშმ/სსსმ პირთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრაციაზე.