13-14 ივლისს, ქ. ბათუმში, რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველოს ევროპული გზა" იმართება, რომელიც 2007 წლიდან, ტრადიციულად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ტარდება. აღნიშნულ კონფერენციაში, ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობენ.