განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საერთაშორისო ექსპერტმა მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩმა სამინისტროში გამართულ შეხვდრაზე დემოკრატიული რეფორმების მეორე ტალღის ფარგლებში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრეს. საქართველოში დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით საერთაშორისო ექსპერტმა განვლილი პერიოდი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამის კარგი მაგალითი საქართველოშიი თავისუფლი მედიაა.
”საქართველოში ჩემი ვიზიტის მიზეზი ევროსაბჭოს მიერ დაგეგმილი კონფერენციაა. მქონდა საშუალება, შევხვედროდი ოფიციალურ პირებს და მედიის თავისუფლებაზე გვემსჯელა. კონფერენციაზე განვიხილეთ სამხრეთ კავკასიაში, მოლდავეთსა და უკრაინაში მედიის თავისუფლების საკითხები. შეხვედრები მქონდა სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც. იმედი მაქვს, რომ ამ კუთხით მომავალშიც ვითანამშრომლებთ”.
საერთაშორისო ექსპერტმა დუნია მიატოვიჩმა ასევე დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ სამინისტრო მზადაა მომავალშიც ყველა დაინტერესებული პირის პოზიციას მოუსმინოს და მათი მოსაზრებები გაიზიაროს.
საერთაშორისო ექსპერტი დუნია მიატოვიჩი მედიის ექსპერტის რანგში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფებოდა.