ქუვეითის უნივერსიტეტის სტიპენდიები არაბული ენის შესასწავლად
26.07.2017

ქუვეითის უნივერსიტეტის ენების ცენტრმა ქართველი აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის 2017–2018 სასწავლო წლისთვის გამოყო არაბული ენის შესასწავლი სტიპენდიები.

აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

•             რეკომენდაცია (ინგლისურ ენაზე);

•             პასპორტის ასლი;

•             ნოტარიულად დამოწმებული ატესტატი;

•             ცნობა სასწავლებლიდან- ინგლისურ ენაზე;

•             ნიშნების ფურცელი - ( GPA -ინდექსი);

•             CV ინგლისურ და არაბულ ენაზე.

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 31 ივლისი.